logo
ENG


ქადაგიშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ჯერ წაიკითხონ სასამართლოს გადაწყვეტილება
  • 1115ნახვები

მე მგონი, კარგია, რომ ჯერ წაიკითხონ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ეს ერთი.. მეორე - ზოგადად, კრიტიკა გასაგებია ხოლმე, როდესაც მედიას ეხება და ა.შ, მაგრამ კანონისაგან არავინ არ არის თავისუფალი, მათ შორის არც მედია მენეჯერი, თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი . გუშინ 8 ევროპარლამენტარმა ნიკა გვარამიას დაკავრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს.



ასევე ნახეთ
close დახურვა