logo
ENG


ხოშტარია გვარამიაზე: როცა EU-ს და NATO-ს კარი შეღებულია, ამ პროცესს დარტყმას ვაყენებთ
  • 1019ნახვები

ევროკავშირის კითხვარში 10 პუნქტი მოცემულია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, 8 პუნქტი მედიის დამოუკიდებლობის თემაზე. პირდაპირ ვციტირებ, აქ წერია, როგორია ჟურნალისტების სამუშაო პირობები და ასევე, არის თუ არა სასამართლო პროცესები და ბრალდებები ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ კითხვარში ზოგადი დემოკრატიის საკითხები კი არ არის, პირდაპირ გვისვამენ კითხვებს, არის თუ არა ბრალდებები.

რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთ-ერთი ზიანის მომტანი. იგივე თემას ვხვდებით სახელმწიფო დეპარტამენტის, ეუთოს, Amnesty International-ის ანგარიშში. ჯერ კიდევ გვარამიას დაპატიმრებამდე, ეს საქმე მოყვანილია როგორც პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. საერთაშორისო პოზიცია ამ საქმეზე უკვე იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ნიკა გვარამია ამ კითხვარის გაგზავნის პროცესში დაპატიმრებულია. მაშინ, როდესაც დგება ისტორიული მომენტი უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე და რეალურად ევროკავშირსა და NATO-ში კარი არის შეღებული, ჩვენ ამ პროცესს ვაყენებთ პირდაპირ დარტყმას.

აცხადებს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.



ასევე ნახეთ
close დახურვა