logo
ENG


მაჭარაშვილი: დერეკ შოლე კი არა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა
  • 1235ნახვები

დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. ძალიან ბევრმა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გაიარეს ძალიან ბევრი რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად, როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინა თუნდაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან თუნდაც სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში NGO-ებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ NGO-ების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შოლეს შეკითხვები ჰქონდა მართლმსაჯულების სისტემაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა