logo
ENG


ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება - ამას დანახვა სჭირდება
  • 852ნახვები

როცა იძახიან, რომ სასამართლო არაა დამოუკიდებელი და ა.შ. თქვენ როგორ წარმოგიდენიათ 300 მოსამართლეს ვინ მართავს? მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა? ეს არის აბსურდი. ეს 300 მოსამართლე დანიშნული არიან, ზოგი შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის უცხოელი კოლეგების, პარტნიორების რომ ჩვენ დაგვენიშნა ეს მოსამართლეები სამუდამოდ. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის დროს, სასამართლოზე არათუ მედია არ დაიშვებოდა, არამედ წარმოუდგენელი იყო რაიმე სამართლის პოვნა. ამიტომ ეს რეალობა, კონტრასტი რაც დღეს მივიღეთ. ეს საშინელი პერიოდი იყო და დღეს რეალურად ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, მედიის წინაშე, ამას მეგობრებო სჭირდება დანახვა.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, სადაც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა