logo
ENG


წულუკიანი: გერმანიაში არ ცხოვრობენ სამადაშვილის რეცეპტით, არც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვიოლასით
  • 1438ნახვები

დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს, როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე - სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა.

ეს ხარხარის დონის ანეკდოტია. ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ - ჩემით დაწყებული, სხვისით გაგრძელებული, შევწყვიტოთ, იმიტომ, რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით. ჩვენ გვყავს ჩვენი ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი წარმოგზავნილი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს ევროკავშირში სხვადასხვა დეპუტატები.

ამბობს იმედთან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა