logo
ENG


გვარამია: ხელისუფლება რუსეთიდან მართული, არაქართული ძალაა, ქართული ძალა კი ვართ ჩვენ, ხალხი
  • 660ნახვები

ქართული ოცნება არის არსებითად რუსული ძალა და ივანიშვილის მოდუს ოპერანდი [მოქმედების ხერხი] არის აბსოლუტურად რუსული. მას არ ესმის მოლაპარაკება და შეთანხმების დაცვა. მასზე არ ჭრის დაყვავება და კომპრომისი. ის ამ ყველაფერს სისუსტედ აღიქვამს, როგორც სხვა ნებისმიერი რუსი. თავად შიშის მთესველი, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც ერთადერთი ინსტინქტის კარნახით იღებს - ესაა შიში და ამიტომ მას, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო - ასე რომ გამბედაობა და უშიშროება გვმართებს. ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს და არავითარი გადახვევა არ დაიშვება. ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე რუსკი კარაბლის გზას უნდა გავუყენოთ.

მივმართავ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთიდან მართული, არაქართული ძალაა, ქართული ძალა კი ვართ ჩვენ - უძველესი ევროპელები, საქართველოს ხალხი. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას და ამ შეცდომას აუცილებლად და უსწრაფესად გამოვასწორებთ. მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენ ისტორიულ წიაღში, დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს. ეს არის ყველა ქართველის, პატრიოტის ნატვრა. დღესაც და საუკუნეების განმავლობაშიც. და ეს არის საქართველოს ნათელი მომავლის ერთადერთი და უალტერნატივო გზა.

 

წერს მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა ციხის დატოვების შემდეგ გაავრცელა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა