logo
ENG


უსუფაშვილი: საქართველო არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც ამკვიდრებს არაევროპულ ღირებულებებს
  • 747ნახვები

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ახლა გადავიდეთ საქმეზე და ვილაპარაკოთ იმაზე, რას არ იმსახურებს საქართველო. საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას - აი ამას არ იმსახურებს ქართველი ერი და საქართველო.

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის გამო, მაგრამ არ იმსახურებს ქართველი ერი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებული იყოს ქვეყნის გაყოფით.

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამეტის პლენარულ სხდომაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა