ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ციხეში და სწორედ ევროკავშირმა გაიღო ჩემი თავისუფლების სათავდებო თანხა.
თუმცა, ვაღიარებ დანაშაულს, რომ ვარ იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც სწამთ ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი. ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ, რადგან ვიცავ მთავრობის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის მსხვერპლებს. მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც გამოიყვანა საქართველო ბნელი პოსტ საბჭოთა პერიოდიდან და გაუკაფა გზა ევროპისკენ, რომელიც პირველი დაუპირისპირდა პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას. ახლა, როცა აქ ვლაპარაკობ, ის უყურებს საკუთარ აჩრდილს, როგორ კვდება ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად.
ახლახან დააკავეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია, რადგან ზედმეტად კრიტიკული იყო ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ. ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ევროპა.
თქვა ნიკა მელიამ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილიც იყო მიწვეული. მისთვის ადგილიც იყო გამოყოფილი.