logo
ENG


ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ EU-მ არ მოგვცა სტატუსი, ამით გახარებული მხოლოდ რუსეთი იქნება
  • 960ნახვები

კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას.. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ასეთი შეგულიანების - ასეთი მოტივაციის. აი წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი! აი ვნახოთ, რა გზავნილს ვუგზავნით ჩვენი რეგიონის ქვეყნებს და სხვებს: ეს ქვეყნები ერთგულნი არიან, რეფორმებს ახორციელებენ, ასოცირების შეთანხმებებს აფორმებენ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააჩნიათ - რაც ხელშესახები შედეგია და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იყენებენ და მადლობელნი არიან - თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აწერენ ხელს, განაცხადს აკეთებენ და რა? ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს სიმბოლური და აზრიანი სტატუსი მათ არ მიანიჭოს. ეს იქნება შეცდომა! ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი

 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ ფორუმზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა