სამწუხარო და ცუდი რა არის იცით, რომ თქვენ [მიმართავს ჟურნალისტს] ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, აი, ეს არის სამწუხარო. და თქვენ არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის, ანუ თავისუფალი, სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა. თქვენ როგორ გგონიათ, რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ რატომ გვაქვს პრობლემა? ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ჩვენს სუვერენულ საქმეებში ერეოდნენ და ერევიან. შესაბამისად თქვენ თუ საზოგადოებას ეუბნებით, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი.
ამის შესახებ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.