logo
ENG


ელისაშვილი: საგურამოში წვიმააო, ნიკარაგუაში რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი შეგვიწყდება?
  • 1151ნახვები

ისეთი გაცოფებული ვარ. გუშინ მთელ თბილისს ჯერ წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი, რომ წყალი შეგიწყდებათო.მინდოდა ღარიბაშვილისთვის და მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?

როდემდე შეიძლება ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიას ექვემდებარებოდეს და დამოკიდებული იყოს ამ კომპანიაზე მილიონ-ნახევარი ადამიანი საქართველოს დედაქალაქში? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ? ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ვკითხულობდი GWP-ის განცხადებას, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო. მეთუნუხჩეები გამოგზავნონ ბარემ და არბენინონ ქუჩა-ქუჩა. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? ვის შევჩივლო, ის არ ვიცი. რამე თუ გაფუჭდა უნდა ეხვეწო, წელიწად-ნახევარი სდიო და ბაიდენს დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ.

თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე. გუშინ საღამოს თბილისის უმეტეს ნაწილს წყალმომარაგება დღეს 18:00 საათამდე შეეზღუდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა