ერთადერთი მისი საფიქრალი და საზრუნავი არის ევროკავშირი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა ადგილი ევროკავშირში. რა თქმა უნდა, მთელი ეს დღეები მისთვის ერთადერთი საფიქრალი ეს არის, ჯანმრთელობამ და ყველაფერმა ამისთვის უკანა პლანზე გადაიწია და ფიქრობს სულ ამაზე.
წერილები აქვს უამრავი გაგზავნილი ყველასთან, ყველა დონეზე, ევროკავშირში, სადაც ასაბუთებს, რატომ ეკუთვნის საქართველოს ადგილი და ნამდვილად ეკუთვნის, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის დღიდან საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა ჩვენი კუთვნილი ადგილი დასავლეთში და სამართლიანად გვაქვს პრეტენზია ამ ადგილზე.
თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკაში შვილის მონახულების შემდეგ.