logo
ENG


დომბროვსკისი: გვარამიას სასჯელი ეწინააღმდეგება ნდობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს
  • 798ნახვები

თავისუფალი, მრავალფეროვანი მედია უმთავრესია გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით...თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი საყრდენი დემოკრატიული საზოგადოებისა... ბატონი ნიკა გვარამიას სასჯელი ეწინააღმდეგება ნდობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს. კომისიამ ამაზე მკაფიო პოზიცია გამოხატა. თუ საქართველო სერიოზულია თავის ევროინტეგრაციის გზაზე, პოლიტიზებული სამართლის და მასმედიის ხელყოფის ადგილი არ არის. მინდა გავიხსენო ძალადობის ფაქტები საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, უნდა ითქვას, რომ ძალადობა მიუღებელია. მნიშვნელოვანია ამ საკითხების დროული გამოძიება. სამწუხაროდ შესაბამის პროგრესს ვერ ვხედავთ 5 ივლისის ლგბტ თემის და ჟურნალისტების თავდასხმის თვალსაზრისით, უნდა გაორმაგდეს ძალისხმევა...იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ მომენტს, რათა პროგრესს მიაღწიონ. ყველა ნაბიჯი იქნება გადამწყვეტი

განაცხადა ევროპარლამენტრმა ვალდის დომბროვსკისმა სიტყვით გამოსვლისას. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა