ევროპარლამენტის დებატებმა აჩვენა, რომ ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები. 21-ე საუკუნეა, აღარ არის საბჭოთა კავშირის დრო, რაღაც მიტინგებს რომ დახვრეტდნენ ნოვოჩერკასკში ან თბილისში და ვერავინ ვერ იგებდა იმიტომ, რომ ამბავი არ გადიოდა. არ ვართ ჩრდილოეთ კორეაში, არ ვართ მე-19 საუკუნეში, ვართ 21-ე საუკუნეში.
ჩვენი ევროპელი პარტრნიორები, მათ შორის ისინი, რომლებსაც ასე გაშმაგებით ლანძღავს ქართული ოცნება, არიან ძალიან კარგად ინფორმირებულები, სინამდვილეში რა ხდება საქართველოში და ეს დებატები ამის დასტურია.
ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით.