logo
ENG


მელია: გვითხრეს ევროპიდან - თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს
ნიკა მელია
09 ივნ, 2022 18:45
მელია: გვითხრეს ევროპიდან - თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს
  • 484ნახვები

გუშინ, საქართველოს შესახებ დებატებში, 17-დან 17-მა გამომსვლელმა, გამონაკლისის გარეშე, ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ, მათ შოირს იმ პოლიტიკურმა ფრაქციამ, ვისი წევრიც არის ქართული ოცნება, ყველამ ერთხმად თქვა: რომ საქართველოში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, რომ ჟურნალისტებზე და ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე მთავრობის წაქეზებითა და ორგანიზებით ქუჩაში ნადირობენ, რომ ის რაც საქართველოში ხდება უარყოფს ევროპულ ღირებულებებს, რომ გვყავს ხელისუფლება რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მის ინტერესებსა და მის ევროპულ მისწრაფებებს. თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს - გვითხრეს ევროპიდან. ეს შედეგი არ დამდგარა 1 დღეში.

მინდა მივმართო ქართულ ოცნებას: ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ 2 კვირა - დაასრულეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, დაასრულეთ მედიაზე ზეწოლა, დაასრულეთ პოლიტიკური დევნა. დადგა დრო ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი.

20 ივნისს 3 წელი სრულდება მას შედეგ რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისათვის. მე ვიცი, რომ ამ დღეს, ის პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფლება, კვლავ იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 20 ივნისს, 20 საათზე, რუსთაველზე - ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა