კარგი ინიციატივაა, მან თავისი ცხოვრებით დაიმსახურა ორდენზე მეტი... ბიძინა ივანიშვილს მოპოვებული აქვს ძალიან დიდი ნდობა თავისი ხალხის მიერ. ორივეს აქვს ერთმანეთის ნდობა და იციან, როგორ უნდა შეუდგნენ ერთმანეთს გაჭირვების დროს. ბიძინა ივანიშვილი მუდმივ გამოწვევებში იყო მთელი თავისი ცხოვრება, ამიტომ მისთვის არახალია არცერთნაირი გამოწვევა. ამიტომ, მან კარგად უწყის როგორ უნდა გაიაროს ამ დიდი ქარტეხილების დროს, იცის, როგორ უნდა გაამხნეოს სხვები და იცის თანადგომის ძალიან დიდი ფასი.
ამბობს ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე TV პირველთან. ოცნებასთან დაახლოებული პირი პრეზიდენტისგან ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მიცემას ითხოვს. ევროპარლამენტის გუშინ მიღებულ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.