logo
ENG


გრეგოროვა: ივანიშვილის დასანქცირების საკითხი იმსახურებს ცალკე რეზოლუციას
  • 396ნახვები

ჩემი აზრით უნდა შევისწავლოთ ივანიშვილის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. მიმაჩნია, რომ ეს რეზოლუცია ზუსტად ამისთვის არის. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი [ივანიშვილის დასანქცირება] იმსახურებს ცალკე რეზოლუციას თავისი მტკიცებულებებით, არგუმენტებით, მიზეზებით და არ უნდა დარჩეს, როგორც ერთი პარაგრაფი სხვა პარაგრაფებს შორის. ჩემი კოლეგები ფიქრობდნენ, რომ დროა ამის შესახებ განცხადება გაკეთდეს, მიუხედავად იმისა თუ რა რეზოლუციაა. პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და მოხარული ვიქნები, თუ გაგრძელდება ეს თემა ანგარიშში, რომელიც გვაქვს საგარეო საქმეთა კომიტეტში. თუ სანქციების დაწესებაზეა საუბარი, ასეთ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს. 

 

ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ "ფორმულასთან" საუბრის დროს, კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა