მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში და 2 თვე გრძლებოდა, არც კი, მთელი ეს პროცესი, დაახლოებით 45 დღე და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის რას, რატომ ამბობდა, ესეც მაშინ, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მოვახერხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
ამბობს იმედის ეთერში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა. ამ კომენტარით მან ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომელმაც ბრიუსელიდან თქვა, რომ ჩამოვა საქართველოში და აქ დაიცავს ევროპულ მომავალს.