logo
ENG


ღარიბაშვილი: უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა
  • 1107ნახვები

მე მინდა გითხრათ, რომ საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდეციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე გეტყვით, რომ ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ექპორტი, ტურიზმი, ზოგადად ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო, დღეს ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში.

ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა