logo
ENG


სუბარი მოლდოვასა და სტატუსზე: დსთ-ში შევიდეთ თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ სტატუსისთვის?
სოზარ სუბარი
14 ივნ, 2022 15:50
სუბარი მოლდოვასა და სტატუსზე: დსთ-ში შევიდეთ თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ სტატუსისთვის?
  • 990ნახვები

თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მართლა მიღებული [სტატუსი მიანიჭონ მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას], ეს იქნება არამხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც. მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლა დასვას კითხვა - რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, როგორც მოლდოვას ჰპირდებიან თუ როგორც ნატოსთან დაკავშირებით აქვს მოლდოვას, გამოვაცხადოთ ნეიტრალური სტატუსი?

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი. ის ამ განცხადებით POLITICO-ს სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ ევროკომისია უკრაინას და მოლდოვას სტატუსს მიანიჭებს, საქართველოზე კი დარწმუნებულები არ არიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა