logo
ENG


ლომჯარია: სადაც იქნება შეკრება ევროინტეგრაციის მოთხოვნით, ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ
  • 1083ნახვები

ვფიქრობ, რომ ახლა არ არის ნამდვილად დრო, რომ საზოგადოება დაიყოს. მე პირიქით მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ ყველგან სადაც იქნება შეკრება ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ, იქნება ეს 2, 3 თუ 4 შეკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.

ასევე, ეს აქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. ვფიქრობ, საზოგადოებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 16 და 20 ივნისს დააანონსებულ აქციებზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა