logo
ENG


ბოკერია: დეოლიგარქიცაზია შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში, რეჟიმი უნდა შევცვალოთ
გიგა ბოკერია
17 ივნ, 2022 17:01
ბოკერია: დეოლიგარქიცაზია შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში, რეჟიმი უნდა შევცვალოთ
  • 785ნახვები

ამ რეჟიმმა იმ მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა და იმ გზაზე დააყენა, რომელიც შეუთავსებელია არა თუ ევროკავშირის ან ნატოს წევრობასთან, არამედ ზოგადად თავისუფალ სამყაროსკენ სვლასთან.

ამ ვითარებაში მაქსიმალურად რეალისტურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. არა თუ კარია ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია რომ ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, ეს არის ნატოს წევრობა და მთლიანად თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ოღონდ დღევანდელი ვითარება საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმი ამ ამოცანასთან არის შეუთავსებელი. ეს წერია დიპლომატიურ, პოლიტიკურად კორექტულ ენაზე არ რეკომენდაციაში, იმიტომ რომ ის ტრანსფორმაციული ცვლილებები, რომლებიც ჩამოთვლილია, მათ შორის ერთი განსაკუთრებით ხაზგასასმელია - დეოლიგარქიცაზია, შეუძლებელია ამ რეჟიმის პირობებში.

ჩვენ ხელახლა არავინ არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს შესაძლებელია. თუ აღმოჩნდა, რომ საოცრებასთან გვაქვს საქმე და უცებ სავლე პავლედ იქცა, მაშინ ვაღიარებთ ამ ძალიან სასიამოვნო, უზარმაზარ შეცდომას, მაგრამ არ შეიძლება მაგაზე გავთვალოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და ეს რეჟიმი უნდა შეცვალოთ. ამის შემდეგ თავისუფალი სამყარო ჩვენ, როგორც მათ ბუნებრივ წევრს მიგვიღებს.

აცხადებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც ევროკომისიამ საქართველოსადმი გასცა დეოლიგარქიზაციაა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა