დღეს პარლამენტთან იქნება ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი. ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე როდესმე რუსთაველის გამზირზე შეკრებილა (ჩემი უტყუარი კრიტერიუმი მაქვს ამ პროგნოზის გასაკეთებლად და ჯერ არასდროს შევმცდარვარ) და ეს ლოგიკურია, რადგან ასეთ გზაგასაყარზე არ ვიცი ჩვენი ქვეყანა ადრე როდის მდგარა.
არჩევანი ასეთი მარტივი ნათელსა და ბნელს შორის არასოდეს ყოფილა. არავინ არც გაიფიქროთ, რომ რომელიმეს მოსვლა აქციაზე არაფერს შეცვლის, ეს არის კიდევ ერთი შანსი მსოფლიოს დავანახოთ ქართველი ხალხის მკაფიო ევროპული არჩევანი და ამიტომ თითოეული ადამიანის მოსვლა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი
დაწერა იურისტმა ბაჩანა შენგელიამ ფეისბუქზე. 20 ივნისს 20:00 საათზე თბილისში პარლამენტთან, ასევე ქვეყნის რამდენიმე სხვადასხვა ქალაქში აქცია "შინ, ევროპისკენ" გაიმართება.