დღევანდელი დღე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის უნიკალური დღე ჩვენს ისტორიაში. ასეთი მნიშვნელობის დემონსტრაცია, ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მიტინგი, როგორიც დღეს არის, იმ საფრთხეებისა და იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ბოლოს ასეთი მნიშვნელობის მიტინგი იყო 1989 წელს... თუ კი ჩვენმა წინა თაობებმა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის, ვინც დღეს ცოცხალია, ვინც აქ დგას, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს გულშემატკივრობს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის, გადამწყვეტი პროცესის დასაწყისი.
თქვა მწერალმა ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ მიმდინარეობს.