წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, მსოფლიოში ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები.
ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ აქციის მონაწილეებს. პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ მიმდინარეობს.