logo
ENG


პავილიონისი: იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ ეს არაა გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია
  • 572ნახვები

ძვირფასო ქართველებო, დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ 2 წლის შემდეგ. გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა. თქვენ გაქვთ საგზაო რუკა. 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. ის 6 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ. ჩვენ თქვენთან ვართ.

განაცხადა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა. ამ სიტყვებით მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა