გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყანა გახდეს იმ ხალხის მძევალი, რომელიც ძალაუფლების ჩრდილში რჩებიან. ასეთი პოლიტიკა არ მიგიყვანთ ევროკავშირში. ეს არის კრემლისთვის საჩუქარი.
ძვირფასო ქართველებო, დარწმუნებული იყავით, ვითარება უიმედო არ არის. თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი, იგივე პრობლემების წინაშე იდგა. ყველგან არსებობენ მსგავსი მანიპულატორები, კრემლის მეგობრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეულმა თქვენგანმა აიღოს პასუხისმგებლობა თქვენი მომავლისთვის. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დაწია საქართველო უკან, რუსეთისკენ. მე კარგად ვიცი, რამდენად საშიშია ეს ცვლილება თქვენი ქვეყნისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც - თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მძევლის სტატუსი. იპოვეთ ძალა ძლიერი ევროპული დღის წესრიგისთვის, თქვენი საოცარი ხალხი ამას იმსახურებს.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აქციის მონაწილეებს მიმართა. პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ მიმდინარეობს.