logo
ENG


გრეგოროვა: კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, მაგრამ გვინდა EU-ს ნაწილი გახდეთ
  • 462ნახვები

ჩემთვის დღეს ეს არის მომავალი, რადგან დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ რა გშურთ მომავალში. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატი სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე.

თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის.

განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. ამ სიტყვებით მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა