logo
ENG


კუბილიუსი: ქართველ ერს უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ EU-ს წევრი გახდეს
  • 1020ნახვები

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი, ევროკავშირის მომავალი კი, საქართველოს როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ასე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პროევროპელი ერია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, სხვადასხვა აზრს, სიტყვის თავისუფლებას და სადაც არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ ვერ გახდება კანდიდატი ქვეყანა, თუ მთავრობა პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველომ მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის რჩევებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა. ამ სიტყვებით მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა