logo
ENG


მოქალაქეები ევროპულ საბჭოს: გვჯერა ევროპული მომავლის, მას არასდროს ჰქონია ალტერნატივა
მოქალაქეები
20 ივნ, 2022 22:58
მოქალაქეები ევროპულ საბჭოს: გვჯერა ევროპული მომავლის, მას არასდროს ჰქონია ალტერნატივა
  • 316ნახვები

ევროპული საბჭოს პატივცემულო წევრებო, ვინაიდან თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გვინდა შეგახსენოთ: საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ევროპული ერი. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ევროპული ბედი და გავაკეთეთ ყველაფერი, რათა მიგვეღწია ამ ქვეყნის თითოეული თაობის ოცნებისთვის - გავერთიანებულიყავით ევროპულ ოჯახში.

ჩვენ გვჯერა ევროპის ყველა სხვაზე მეტად - ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ და გადავიხადეთ ფასი ჩვენი ევროპული არჩევანისთვის: ჩვენ გვჯერა თქვენი ყველა სხვაზე მეტად. თქვენ უწყვეტად გვეხმარებოდით, რათა გვქონოდა შესაძლებლობა დაგვეწყო ჩვენი ერის აღმშენებლობა. ჩვენ გვჯერა ევროპული მომავლის, რადგან მას არასდროს ჰქონია უკეთესი ალტერნატივა.

ახლა, როდესაც ჩვენი ევროპული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასე ახლოსაა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ ჩვენში გექნებათ რწმენა სხვებზე მეტად და საქართველოს მიანიჭებთ კანდიდატის სტატუსს ჩვენს მეგობრებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ქართველმა ხალხმა მოიპოვა ევროპული პერსპექტივა დიდი ხნის წინ და ახლა იმსახურებს, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, ყველას გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

 

ამ სიტყვებით მიმართეს რუსთაველის გამზირზე შეკრებლმა მოქალაქეებმა და აქტივისტებმა ევროპულ საბჭოს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა