მადლობა ყველას, ვინც გამოხვედით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს (სირცხვილია - Shame Movement).
განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც გადააბიჯეთ რაღაცებს, გადაყლაპეთ რაღაცები, დათმეთ რაღაცები და დღეს, აქ გაარჩიეთ მთავარი მეორე ხარისხოვნისგან.
მნიშვნელოვანი დღე იყო. მადლობა, რომ რწმენას არ ჰკარგავთ, მიუხედავად ყველაფრისა. რწმენას, რომ ეს ქვეყანა გახდება უკეთესი, გახდება თავისუფალი, მადლობა, რომ რუსთაველზე დგახართ და არა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე. მადლობა ამ არჩევნისთვის, რთული არჩევნისთვის. მადლობა, რომ აჩვენეთ - ვისია ეს ქვეყანა, რომ ის არ არის მოძალადე სი*ების, არ არის ჩმორების, არ არის უსინდისო ნაძირლების, ყველაფერი გამოგვივა. ვერ მოიგებს აქ რუსეთი. არ გამოვა ამ ქვეყნიდან ჩეჩნეთი. დედას ვუტირებთ!
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტთან გამართულ აქციას შინ ევროპისკენ ეხმიანება.