logo
ENG


ჰარცელი: რაც გუშინ ვნახეთ, იყო ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია ევროპული არჩევანისთვის
კარლ ჰარცელი
21 ივნ, 2022 12:26
ჰარცელი: რაც გუშინ ვნახეთ, იყო ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია ევროპული არჩევანისთვის
  • 738ნახვები

ის, რაც გუშინ ვნახეთ იყო ფართომასშტაბიანი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს ევროპული არჩევანისთვის. უამრავი ადამიანი გამოვიდა იმ სურვილით, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, გადადგას სწორი ნაბიჯები იმისათვის, რომ რეალურად, წაწიოს წინ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი.

ევროკომისიამ გასულ პარასკევს გაუხსნა კარი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. ეს იყო მკაფიო "დიახ" ევროკომისიისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი.

პრეზიდენტმა მიშელმაც განაცხადა, რომ დროა, ვაღიაროთ, რომ უკრაინის მოლდოვას და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს ძლიერი გზავნილია. როგორც ვიცით, საქართველოს შეფასება იყო ნაკლებად სასურველი, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის. ეს ევროპული მისწრაფებების დემონსტრირებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების საჭიროებას უსვამს ხაზს. გზავნილი მკაფიოა - საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციას შინ ევროპისკენ ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა