რამდენ მიტინგზე აღარ ვყოფილვარ და რამდენ აქციაზე და ასეთი სულისკვეთება და ასეთი ცოდნა და გასიგრძეგანება იმის, თუ რატომ იდგა თითოეული მოქალაქე იქ, იშვიათად მინახავს. ყველამ იცოდა და ყველა ითხოვდა, რომ საქართველო აღარ იყოს სიბნელის ნაწილი, აღარ იყოს რუსეთის ნაწილი და როგორც თვითონ რუსები გვეძახიან, რუსეთის უკანა ეზო და იყოს არამხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი და რომ ასრულდეს ჩვენი წინაპრების ნატვრა და ჩვენ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციას ეხმაურება.