logo
ENG


მდინარაძე: ეს იყო მათ შორის ნაცმოძრაობის და ჩვენი მომხრეებისგან შემდგარი აქცია
  • 397ნახვები

გუშინ ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი არანაცი და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი.

ეგ იყო, რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის ნაცმოძრაობის მომხრეებისგან, მათ შორის დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგან შემდგარი აქცია, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო, დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ნაცმოძრაობის და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

ამბობს ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე გუშინ გამართულ აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა