logo
ENG


გონჩარენკო: არ დაუშვათ, ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეები იყვნენ
  • 1038ნახვები

ახლა მათ [საქართველოს] პრობლემები აქვთ, მაგრამ გთხოვთ, არ დაუშვათ, ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეები იყვნენ. ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის შიგნით. მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. 

მომდევნო კვირას NATO-ს სამიტი გაიმართება. მივმართავ თურქეთს, მხარი დაუჭირეთ ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. 

მინდა, მივმართო NATO-ს წევრ ყველა ქვეყანას, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს და მიეცით MAP-ი (სამოქმედო გეგმა). ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ძლიერები, რათა ვებრძოლოთ ყველა იმ საფრთხეს, რომელიც დღეს გვემუქრება. 

თქვა უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა