ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო არ არის საინტერესო ადგილზე, პირდაპირ განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რაც გულდასაწყვეტია. 30 წელია ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, ეს საერთოდ საოცრებაა და არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარ შემთხვევაში ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენი ქვეყანა გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.
ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.