logo
ENG


კალაძე სტატუსზე: ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის დასჯა
კახა კალაძე
22 ივნ, 2022 12:36
კალაძე სტატუსზე: ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის დასჯა
  • 571ნახვები

მე როდესაც ვსაუბრობ ევროპულ განვითარებაზე და როდესაც ვამბობ, რომ გულდასაწყვეტია, რომ ეს სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი ახსნა. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში და მართლა მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით. არაფერზე საქართველოს უკან არ დაუხევია არასდროს. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილები იყვნენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე დიდი თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელდაკარგულიფეხდაკარგული ჩვენი ჯარისკაცები, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რამხელა ხარჯი გასწია საქართველომ ამ ყველაფრისთვის. და, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. და პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯა, რომ არ მოგვცეს სტატუსი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ სტატუსის მოპოვებას.

ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა