logo
ENG


ზურაბიშვილი აქციაზე: საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა
  • 735ნახვები

მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, იმისთვის, რომ თავისი სათქმელი თქვას - გამოვიდა საზოგადოება, გამოვიდა ძალიან დიდი რიცხვი და ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნე ბრიუსელს, რომ ჩვენ აქ საზოგადოება, ყველა ასაკის და ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები ერთად დგანან და ყველა ამბობს ერთ რამეს, რომ ვართ ევროპელები და ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ რამეს ანიჭებს მნიშვნელობას ევროპა ზოგადად, ეს არის ადამიანების ნება და მისი თავისუფალი გამოხატულება და ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო ჩვენი საზოგადოების თავისუფალი გამოხატულება და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა - იყო ერთიანობა და ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე - მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისგან, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. რაც დავინახეთ პარლამენტში, არის საწინააღმდეგო იმისა, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არ მოსმენა, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფით სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისის აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა