ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ ეს [ქართული ოცნება] არის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ დავალებას ასრულებს.
სხვა ფორმით შემოვიდნენ, თორემ ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც სათაურად ჰქვია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას ასრულებს ეს ჯგუფი. ეს შეფასება არ არის გადამეტება ან ჰიპერბოლიზაცია, ეს არის რეალობა. თუ ჩვენ და ევროპამ ეს ვერ გაითავისა - ჩვენ ამათ რა უნდა მოვთხოვოთ.
20 ივნისის აქციამ ცალსახად გადააჭარბა ჩემს და ალბათ ბევრის მოლოდინს, უზარმაზარი გამოხმაურება ჰპოვა. 20-მა ივნისმა ცალსახად აჩვენა, რომ ჩვენი ხალხი არც კი განიხილავს სხვა ალტერნატივას და არის უკომპრომისო [ევროპულ] მომავალთან დაკავშირებით. ყველამ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა ცივი შხაპი მთავრობისთვის, მაგრამ ცივი შხაპი შეგიძლია გადაასხა მთავრობას, დივერსანტების ჯგუფს როგორ გადაასხამ. ის შენ საერთოდ არ გემორჩილება, იმას ყავს თავისი პატრონი, რომელმაც დავალება მისცა და მორჩა, ის ამ დავალებას ასრულებს.
თქვა მეცნიერმა, ფიზიკოსმა გია დვალმა გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში.