logo
ENG


კალასი: სავარაუდოდ, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყდება
კაია კალასი
23 ივნ, 2022 21:33
კალასი: სავარაუდოდ, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყდება
  • 575ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ევროპული პერსპექტივის იმედი მივცეთ. ეს ჩვენი საკუთარი ისტორიიდან ვიცით. არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა გარკვეულ პოლიტიკურ პერიოდში, როდესაც ხალხი ერთმანეთს ხელს კიდებს და მზადაა საჭირო რეფორმები ჩაატაროს. ამას ვხედავთ ახლა უკრაინაში, სწორად ამიტომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ სტატუსს, საქართველოზე კი სავარაუდოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყდება. ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ პირობებს, რასაც საბოლოოდ მოჰყვება წევრობა. რთულია რადგან 27 წევრი სახელმწიფოა და ისინი უნდა შეთანხმდნენ. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში ვართ დღეს. შესაძლოა ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ევროკავშირს, შესაფერი დრო ხელიდან გავუშვით, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ეს დრო ისევ დაბრუნდება

 

განაცხადა ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა