logo
ENG


ზელენსკი: დღევანდელი გადაწყვეტილების მადლიერი ვარ, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია
  • 374ნახვები

გულწრფელად მადლიერი ვარ ევროპულ საბჭოში ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მადლიერი ვარ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკავშირის ლიდერების გამოხატული მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა



ასევე ნახეთ
close დახურვა