logo
ENG


ღარიბაშვილი: მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
  • 916ნახვები

ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ ევროპული პერსპექტივა მიანიჭა საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი იმისთვის, რომ მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს და შარლ მიშელს.

ტვიტერზე წერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა