logo
ENG


ღარიბაშვილი: ივანიშვილი ოლიგარქი არაა, ოლიგარქი ისაა, ვისაც გავლენა აქვს, პოლიტიკა, პარტია
  • 687ნახვები

ბატონი ივანიშვილი არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია. ქველმოქმედი, რომელიც 20 წელზე მეტია ეხმარება საკუთარ ქვეყანას. მან უცხო ქვეყნებში მიღებული შემოსავალი, რომელიც დააგროვა, ქვეყანას მიუძღვნა...მან ქველმოქმედება დაიწყო შევარდნაძის დროს, მერე სააკაშვილის დროს გააგრძელა. მთავარი ქველმოქმედება მე ვიტყოდი, რომ ანტი ევროპული ძალა მოაშორა და დიქტატორული ძალა დაასრულა ქვეყანაში...

თუ გულისხმობენ იმ თამასას, რომელიც ბატონმა ბიძინამ დაგვიტოვა ჩვენ, მათ შორის მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა და უამრავი სხვა, თუ ეს არის ბატონი ივანიშვილის დესტრუქცია, მაშინ ჩვენც მანდ ვართ. ბატონი ივანიშვილი ოლიგარქი რა თქმა უნდა არ არის. ოლიგარქი არის პირი, რომელიც მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი რესურსები საქართველოში, პოლიტიკა და პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინას არ მიუღია საქართველოდან შემოსავალი, ის მეცენატია, ქველმოქმედი და შემდეგ არის პარტიის დამფუძნებელი

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა