logo
ENG


ვოლსკი: ტექნიკური მთავრობის თემა არის ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობა
გია ვოლსკი
25 ივნ, 2022 13:16
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობის თემა არის ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობა
  • 980ნახვები

ტექნიკური მთავრობის თემა, საერთოდ ყველა მხრიდან რომ იყოს ამაზე თანხმობა, რომ აი ,შევთანხმდით და მოდი, გავაკეთოთ ეს, არის ქაოსის წინაპირობა, ქაოსის და დესტაბილიზაციის და ეს ნაცმოძრაობის დღის წესრიგიდან არ გამქრალა...

მეორე ფრონტის და ომში ჩართვის იდეა არ გამქრალა, ეს დღის წესრიგშია და მითუმეტეს, ამას ზემოდან ემატება კიდევ უკრაინის ძალიან მკაცრი მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნების მიმართ, უფრო მეტიც, პირდაპირ უთხრეს, თქვენ ჩვენი ბავშვების სისხლში გაქვთ ხელი გარეული, იმიტომ რომ ცა არ გადაკეტეთო....

შესრულებადი საკითხები, რომლებიც ჩვენ ჩამონათვალში გვაქვს არ ითვალისწინებს ამ პრობლემებს, ეს არავის უთქვამს. 

როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი ადამიანია, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის პერსპექტივას, მათ სურვილებს, მათ განწყობებს, 85%-ია თუ შეიძლება, მეტიც არის ან შეიძლება, ოდნავ ნაკლები, წარმოიდგინეთ, რომ აი, ამდენ ხალხში ჩვენ, ქართულ ოცნებას ლომის წილი ეკუთვნის, რომ ამდენი რაოდენობის ხალხი არსებობს და ევროპულ პერსპექტივას ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ არაევროპული მართვის, უსასტიკესი არაევროპული მართვის ისტორია გამოვიარეთ და ამდენი დაზარალებული, გამწარებული ოჯახი მივიღეთ.

აქ ბალანსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა თავის მხარდამჭერებსა და ნაცმოძრაობას შორის, ამ ბალანსის შექმნა ქართულმა ოცნებამ მოახერხა. უცებ ესეც წარმოვიდგინოთ, ის რომ ეს ყველაფერი დაიშალოს, ევროპული პერსპექტივის ეს ხედვა რამაც განაპირობა, უამრავი ადამიანის განწყობის თუ  მისწრაფების დაკმაყოფილება პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ეს ჩვენი დამსახურებაა. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციაში რა განწყობები შეიძლება საზოგადოებაში შეიქმნას, ევრონიჰილიზმიდან დაწყებული გაღიზიანების დონეზე დამთავრებული, რამაც შეიძლება ქაოსიც შექმნას და ცოტა უფრო რთული სიტყვაც შემიძლია გამოვიყენო.

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ

24 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვა, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილ 12 პუნქტს შეასრულებს. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა