რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? იმიტომ რომ ფული აქვს და ხელისუფლებაში მოვიდა? იყო პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. ასე, ბატონ ზელენსკის მილიარდ-ნახევარი აქვს ანგარიშზე, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიზნესი ჰქონდა და ახლა პრეზიდენტია. პოროშენკო მილიარდერი იყო სანამ ხელისუფლებაში მოვიდა და რა, ოლიგარქია?
არც ერთია ოლიგარქი, არც - მეორე და არც ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი. მათ აქვთ დეკლარირებული შემოსავლები და დეკლარირებული ფულით მოვიდნენ. მე მიკვირს ადამიანის უფლებათა ე.წ. დამცველების, რომლებიც ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ასე უპრაგონოდ სხვადასხვა იარლიყს აწებებენ ადამიანებს ისე, რომ არც არიან საქმის კურსში...
სამი ქვეყნის მიმართ არის ასეთი მოთხოვნა, დეოლიგარქიზაციის და თუ ჩვენ დავითვლით რეალური ოლიგარქების რაოდენობას ამ სამ ქვეყანაში, მინდა გითხრათ, რომ საქართველო მგონი, ბოლო ადგილზე იქნება
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა კახა კახიშვილმა იმედის ეთერში.