logo
ENG


კობახიძე: რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით
  • 1251ნახვები

პირველი აქცია იყო ევროპის იდეის გარშემო ჩატარებული. მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა იყო ორგანიზატორი, მისი ახალგაზრდული ფრთა სირცხვილია. ეს იყო ევროპის იდეის გარშემო აქცია, როგორც კი გადაიყვანეს ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში, ვნახეთ, რომ 10 000 კაცამდე დავიდა აქციის შემადგენლობა. 10 ათასი არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ. აქ ესეც არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება.

ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ძალიან მარტივადაა საქმე. თუმცა ამ პაექრობაში შესვლას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რეალურად, ხალხის სახელით, რომ გელაპარაკება მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ნუ, ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინოა.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა