logo
ENG


კობახიძე: კიტოვანმა, სიგუამ, იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იმავეს გაკეთება უნდათ
  • 579ნახვები

ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა. ახლა იმავეს გაკეთება უნდა მაქარაშვილს, გიგაურს და ლომჯარიას. რა თქმა უნდა იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით, რაც 1992 წელს იყო.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

24 ივნისს გამართულ აქციაზე ახალმა სახალხო მოძრაობამ მოთხოვნები გამოაცხადა, მათ შორისაა ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა