logo
ENG


რიჟვაძე: არა მგონია, ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება
  • 2509ნახვები

ყველას კარგად ესმის, პირველ რიგში, ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის მიმდინარე წარმატებული აღდგენა [ტურიზმის], ნებისმიერი საშუალებით დააზიანოს, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის ევროპულ ოჯახში. თუმცა არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება. ასე რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი, როგორც მშვიდეობა, ასევე სტაბილური განვითარება

ეს შეურაცხმყოფელი განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა