logo
ENG


ხუნდაძე: ჩვენ ვდგავართ გარეთ, მაგრამ ამ ჩვენი გარეთ დგომით შეიძლება, უფრო შიგნით შევიდეთ
  • 806ნახვები

არის პოლიტიკური, თანამდებობრივი ვალდებულებები რაც რაღაცნაირად გზღუდავს, ამიტომ ჩვენ გამოვეყავით იმიტომ რომ არ არის ღირებული ჩვენთვის არც თანამდებობა, არც გუნდური წესები არ არის ჩვენთვის იმაზე ღირებული ვიდრე ქვეყნის ინტერესები, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სამივე გამოვიდეთ ამ თავისუფლებაზე და შევძლოთ მეტის თქმა საზოგადოებისთვის.

მეც ბატონმა სოზარმაც და ბატონმა მიხეილმაც ვთქვით რისთვის გამოვდივართ იმიტომ რომ გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული უხერხულებები არ გვქონდეს და თავისუფალი ვიყოთ ყველანაირი ვალდებულებისგან. თქვენ რა გგონიათ, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დავტოვეთ ქართული ოცნება, რომელთანაც თანმხვედრია ჩემი პოლიტიკური ასაკი

მე პირველი დღიდან ვიყავი იქ და ჩემთვის ძალიან მძიმეა ახლა, რომ მე არ ვარ ქართული ოცნების წევრი, მაგრამ შინაგანად ზუსტად იქ ვარ, რასაც ისინი აკეთებენ. უბრალოდ, მინდა, რომ მე ამ პროცესს მივეხმარო ჯანსაღად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს თავაწეული, ღირსეული და ომის გარეშე, სისხლისღვრის გარეშე. სწორედ ამიტომ გამოვედით. არის თემები, რომლებიც შესაძლოა გახდეს სააშკარაოზე გამოსატანი, ამიტომ გამოვედით, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვდგავართ გარეთ, მაგრამ ამ ჩვენი გარეთ დგომით შეიძლება, უფრო შიგნით შევიდეთ, ამის საჭიროება დადგეს.

განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ტვ იმედის ეთერში ქართული ოცნების დატოვების შესახებ. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა