logo
ENG


"ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? შესახვეწი არაფერი გვჭირს" - მეუფე იაკობი EU-ზე
მეუფე იაკობი
09 ივლ, 2022 18:08
"ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? შესახვეწი არაფერი გვჭირს" - მეუფე იაკობი EU-ზე
  • 755ნახვები

ევროპაში ერთი ერი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ ასე დაეჭირათ მხარი [საქართველოსთვის], თუმცა აღმოჩნდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები საქართველოზე საწინააღმდეგოს რომ ამბობდნენ... ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? ჩვენი ერი უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. რა იციან ევროპელებმა 12 მჭირდება თუ 25 მჭირდება, შეიძლება 100 რაღაც მჭირდება რომ შევიცვალო, შეიძლება 3 მჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? სადღაც შევიდეთ? დღეს რომ ასე მექცევი, რომ შემოვალ მერე ისევ ხომ ცუდად უარესად მომექცევი.

რამდენი ხანია ვამბობთ, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში მოხდება. ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგონ? ან იმათ როგორ უნდა გვირჩიონ ისე. ჩვენ თუ აქ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ ხო, რომელ ევროპაზეა ლაპარაკი. არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს. დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. ამიტომ ნიანგის ცრემლები არ გვინდა არც ევროპელებისგან, არც ჩვენებისგან, მთავარია ერთად ვიყოთ.

განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა